რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთიანი ყარაბაღის კონლიქტის ესკალაციის შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ესაუბრა.
როგორც სომხური მედია წერს, სერგეი ლავროვმა მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მანამდე აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ ღამით განახლდა. გავრცელებული ცნობით, მხარეები იყენებენ მძიმე ტექნიკას და საჰაერო ძალებსაც. როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ორივე მხარეს არის მსხვერპლი.
სომხური გამოცემა "ნიუს.ამ"-ის ინფორმაციით, დაჭრილია სოფელ მატაღისის პრეფექტი ზავენ ავანესიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.