თბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი

თბილისში ხვალ ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ წვიმას, 5 აპრილიდან კი გამოდარებას პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +20 +23 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსები დღეს აღმოსავლეთ საქართველოშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ, ტემპერატურა იქნება +16 +21 გრადუსის ფარგლებში.

როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ამაღამ მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, თუმცა ეს იქნება სწრაფი და ერთდღიანი შემოჭრა. შესაბამისად, ხვალ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან - ძლიერი 20-25 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისშიც შესაძლებელია, 28 მეტრ წამამდეც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 4 აპრილს უკვე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსია მოსალოდნელი. 5 აპრილს ტემპერატურა +13 +19 გრადუსის ფარგლებში იქნება და 6-7 აპრილს კიდევ უფრო მოიმატებს.