"რესპუბლიკელებს" წინასაარჩევნოდ ხელისუფლების კრიტიკა მოუწევთ და საკუთარი მინისტრების ყოლა ამ ფონზე უცნაურია

"რესპუბლიკურ პარტიას" მოუწევს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების კრიტიკა და ამ ფონზე საკმაოდ უცნაურია მინისტრთა კაბინეტში საკუთარი მინისტრების ყოფნა, - ასე აფასებს პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილება არის სახის შენარჩუნების მცდელობა, საკმაოდ მარტივი და არც თუ ისე ინტელექტუალური.

"სიმართლე გითხრათ ცოტა გაუგებარია, როგორ აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, იმ პირობებში, როდესაც სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობები არ ეთმობათ.

"რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ რომ საკუთარი დღის წესრიგი აქვს, სხვასაც შეიძლება ქონდეს დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათსას.

ეს ყველაფერი არის სახის შენარჩუნების მცდელობა, საკმაოდ მარტივი და არც თუ ისე ინტელექტუალური.

ალბათ მოხდება "რესპუბლიკელი" მინისტრების პოსტების დატოვება და ეს ალბათ ძალიან სწრაფად მოხდება. რითი უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ხელისუფლებისგან? მათგან უნდა წამოვიდეს კრიტიკული თემები და ხედვები. ამ პირობებში უცნაური იქნება მინისტრთა კაბინეტში საკუთარი მინისტრების ყოლა.

თან ამან მხოლოდ პარტიული განზომილება კი არა შეიძლება ოჯახური განზომილება შეიძნოს, როდესაც უსუფაშვილს მუწევს საკუთარი მეუღლის მწვავე კრიტიკა", - აცხადებს ხუხაშვილი.