დავით ბაქრაძე - არჩევნები არ არის და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე

დავით ბაქრაძე - არჩევნები არ არის და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ყველა პარტია და სუბიექტი ვისაც შეხვედრა ექნება "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტ ჯოზეფ დაულისთან, აუცილებლად ხაზს გაუსვამს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობას საქართველოსთვის, მისი მოსახლეობისთვის. 

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ვფიქრობ, რომ ვიზიტის დაწყებისას პირველივე კომენტარებისას ცნობილი გახდა, და ეს დაადასტურა თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომ არჩევნები არ არის და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე. ჩვენი ხელისუფლების სამიზნეა, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები და გადავდგათ წინ დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი საკითხების წარმატება, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა. აქედან გამომდინარე, იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ დაასრულა, რომელსაც ძალიან მაღალი შეფასებები ჰქონდა ევროკომისიის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ბატონი დოლი მისი თბილისში ვიზიტის პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, ის სუბიექტი, ვისაც ექნება მასთან შეხვედრები აუცილებლად ხაზს გაუსვამს ამ პროცესის მნიშვნელობას საქართველოსთვის და მისი მოსახლოებისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.