აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა

აშშ-მა თურქეთიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების ოჯახების გაყვანის ბრძანება გასცა. ამერიკული მედიის ცნობით, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია. 

აშშ-ის წარმომადგენლები ქალაქ ადანადან და იზმირიდან და მუღლას პროვინციიდან გაჰყავთ. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა ევროპაში განაცხადა, ვაშინგტონის გადაწყვეტილება არ არის მუდმივი და მის მიზანს ამერიკელი დიპლომატებისა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლების ოჯახის წევრების დაცვა წარმოადგენს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყველა ამერიკელი გააფრთხილა თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობისგან. 

"არ არის კონკრეტული საფრთხე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა იმას, რაც ბოლო პერიოდში რეგიონში მოხდა", - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა. 

ბოლო პერიოდში თურქეთში ქურთმა მებრძოლებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაძლოა, თურქეთში ქრისტიანებისა და ებრაელების წინააღმდეგ ტერაქტები განახორციელოს.