სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მოისმენენ. ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.
გუშინ კი სუს-ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი პარლამენტის სამ კომიტეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან იზორიამ გააცნო.
აღნიშნული ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოკუპირებული ტერიტორიები, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღის და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა საკითხები, რომელიც სუს-ის საქმიანობის პრეროგატივას განეკუთვნება.