ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის შეფასებით, საუბარი რომ ბიზნესმა მოგების გადასახადის რეფორმა არ მიიღო, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმას ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს.
"რეალურად, დიდი სამუშაოები გაიწია რეფორმის სრულყოფილად მომზადებისათვის. ჩატარდა ახალი სისტემის შესწავლა და მომზადდა შესაბამისი კვლევები, ასევე, მომზადდა სრულყოფილი კანონპროექტი და წარედგინა პარელამენტს განსახილველად. რეალურად, გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა სხვადასხვა ბიზნესასცოციაციის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ბიზნესი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო რეფორმას. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მხრიდან მსგავსი ერთსულოვნება და მხარდაჭერა დღემდე არც ერთი საგადასახადო რეფორმის მიმართ არ ყოფილა. ზოგადად, საუბარი რომ ბიზნესმა ეს რეფორმა არ მიიღო, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რასაც პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, მთავრობამ ბიზნესის მიერ მოთხოვნილი დრო გაითვალისწინა.
„ბიზნესის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საგადასახადო ცვლილებები ამოქმედებულიყო 2017 წლის იანვრიდან, რათა მათ უფრო მეტი დრო ჰქონოდათ მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე ადაპტაციისთვის, რისი გათვალისწინებაც მოხდა მთავრობის მიერ. შესაბამისად, საუბარი რომ მოგების გადასახადის რეფორმა არ ხორციელდეება, არასწორია“, -აღნიშნა ცხადაიამ.
მისი განმარტებით, გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებს საგადასახადო ადმინისტრირების მხრივ, რომელსაც დადებითად აფასებს ბიზნესი და რომელიც ერთის მხრივ, ითვალისწინებს ძირითად საშალებების იმპორტზე დღგ-ეს გადახადის გაუქმებას, ასევე, დავის პერიოდში, საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, საგადასახადო შემოწმებების პროცედურების ცვლილებას და გარვეული ტიპის დავალიანებების ჩამოწერას.
„აღნიშნული საგადასახადო ადმინისტრირების მხრივ, განსახორციელებელი ცვლილებების გადავადება არ მომხდარა და აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება საგადასახადო დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ცხადაიას განმარტებით, ამასთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს და როდესაც კანონპროექტის სახე ექნება ჩამოყალიბებული, ის პარლამენტს წარედგინება განსახილველად.
საპარლამენტო უმცირესობა ახალ პრემეირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს – მიხეილ მაჭავარიანმა იმ ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ინფორმაციით, მთავრობამ არ გააუქმა მოგების გადასახადი და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე ბიზნესმა თავად თქვა უარი.