დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს

დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს

დავით საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„პრეზიდენტმა მიმიწვია და მითხრა, რომ თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე მაინტერესებს არა ჩემი დაბრუნების საკითხი, არამედ პროკურატურის თანამშრომლების ბედი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, მის გუნდს პროკურატურაში აშანტაჟებენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ორი დღის წინათ დაინტერესდა, სურდა თუ არა მას თანამდებობიდან წასვლა.

„ორი დღის წინ, მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთა. მან მკითხა, მინდოდა თუ არა პოსტის დატოვება, ვუპასუხე რომ გადადგომას არ ვაპირებდი", - განაცხადა საყვარელიძემ.

უკრაინის მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

უკრაინის მთავარი პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევისთვის, მის ყოფილ მოადგილეს დისციპლინარული სასჯელი დაეკისრა.