"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა და "ნაცმოძრაობის" წევრებმა სერგო რატიანმა და გიორგი თევდორაძემ მიიღეს მონაწილეობა.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს განუმუხურის ბულვარის ნაწილის აუქციონზე გასაყიდად გატანის ფაქტი.
"ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და მისი გაყიდვა ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ამ სივრცით უნდა ისარგებლოს ხალხმა და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულმა ბიზნესმენმა. ეს ბულვარი, ისევე, როგორც სხვა საზოგადოებრივი სივრცეები, იმისთვის მოეწყო, რომ თავის გარშემო მოიზიდოს ინვესტიციები და არა იმისთვის, რომ თავად ბულვარი გაიყიდოს", - განაცხადა სერგო რატიანმა.