პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, ლევან იზორიას უსმენენ, დეპუტატებს გიორგი ბარამიძესა და გიგა ბუკიას შორის შელაპარაკება მოხდა.
ბუკიამ ბარამიძის გამოსვლა გააპროტესტა, რომელმაც სუს-ის საქმიანობა და მის მიერ წარდგენილი ანგარიში გააკრიტიკა.
როგორც ბუკიამ განაცხადა, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სუს-ის ხსენებაზე გასუსულები იყვნენ, მოსახლეობის 90% კი შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
ბუკიამ აღნიშნა ისიც, რომ ბარამიძე რუსულ საფრთხეზე საუბრობს ახლა, როცა დსთ-ში საქართველოს შესვლას ორივე ხელით დაუჭირა მხარი.
თავის მხრივ, გიორგი ბარამიძემ ბუკიას განცხადება სასაცილოდ შეაფასა. ამ თემაზე დეპუტატებს შორის შეკამათებას ჰქონდა ადგილი.