პროკურატურამ საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლა

პროკურატურამ საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლა

დავით საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

სააკაშვილის მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საყვარელიძეს "მანდატი მიანიჭა" ოდესის ოლქში სააკაშვილის დასახმარებლად მაფიასთან ბრძოლის საქმეში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

"პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივი, სეპარატიზმში შემჩნეული, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს", - წერს სააკაშვილი.

დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტიდან ვიქტორ შოკინის გადაყენებას დაუჭირა მხარი.