ექსპერტი ვანო მაჭავარიანი დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მაჭავარიანი მოწმის სახით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული. მას უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.
როგორც ცნობილია, ვანო მაჭავარიანმა დღეს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გაუგზავნეს, რომელთა გავრცელებაც დაანონსებული იყო.