"რესპუბლიკურ პარტიასთან" არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია და არც მომავალში გვექნება

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "რესპუბლიკურ პარტიასთან" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივ მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიმდინარეობას უარყოფს.

როგორც ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თავისუფალ დემოკრატებს" "რესპუბლიკურ პარტიასთან" არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია და არც მომავალში ექნება.

"ეს ინფორმაცია სამართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მათ ყოფნა-არყოფნას, ეს ბუნებრივია, მათი და კოალიციის გადასაწყვეტია. ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ამ შემთხვევაში არაფერი იცვლება. ჩვენი ოპონენტი არის "ქართული ოცნება", რომელიც დღეს პრაქტიკულად, არაეფექტურ ხელისუფლებას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების პრობლემებს ვერ წყვეტს, ამიტომ "რესპუბლიკელებთან" ერთად იქნებიან თუ არა, დავამარცხებთ მათ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ "რესპუბლიკურ პარტიასთან" არანაირი მოლაპარაკება არც გვქონია, არც ინიცირებული იყო არც ჩვენი და არც მათი მხრიდან და არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობის მისაღებად არც მომავალში იქნება არანაირი მოლაპრაკება", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, "თავისაუფალ დემოკრატებს" ექნება და აქვს ურთიერთობები ყველა პარტიასთან სახელმწიფოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა - საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს ამოცანად დავამკვიდროდ ისეთი კულტურა, როდესაც ოპონირება არ ნიშნავს მოსისხლე მტრებად გამოცხადებას. ჩვენ ვართ ოპონენტები, მაგრამ ასევე უნდა ვიყოთ თანამოაზრეები უკეთესი საქართველოს შენებაში", - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა ის, რომ მომავალ არჩევნებში "თავისუფალი დემოკრატები" დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, ირაკლია ალასანიამ აღნიშნა, რომ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილია.

"ჩვენმა პოლიტიკურმა საბჭომ მიიღოს ეს გადაწყვეტიოლება და ის არ შეიცვლება", - დასძინა ალასანიამ.