თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი სინირ ქაფისი", დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს.
თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს, 12:30 საათზე შეწყვიტეს. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს.