სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გამომიგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსდა

სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ის კადრები გამომიგზავნეს, რომლის გავრცელებაც დაანონსდა

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს. როგორც მაჭავარიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა, მას კადრები არ უნახავს, თუმცა ვიდეოებს ფოტოები ედო, რომელიც მეტყველებდა, რომ ფარული ჩანაწერი იყო.

"ორი კვირის წინ მე მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში, სადაც ვისაუბრე ძალიან მკაცრად, გავაკრიტიკე ხელისუფლება და ზუსტად ამის შემდეგ, სამ დღეში სოციალურ ქსელ facebook-ში ჩემი გვერდი დაბლოკეს, თუმცა იქამდე გამომიგზავნეს ასევე კადრები, რომლებიც, მე რა თქმა უნდა, არ გავხსენი. ეს ის კადრები იყო, რომლის გავრცელებაც დაანონსდა. მომივიდა რამდენიმე გზავნილი, სადაც იყო შეთავაზება, ხომ არ გაინტერესებთ ნახოთ ეს კადრებიო. ეს იყო გამოგზავნილი გაუგებარი ინტერნეტ წყაროდან", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას რომ სურვილი ჰქონდეს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდა.