ევროპარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონე ერთი საფეხურით დაწიეს. როგორც euronews.ge წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.
ამასთან, ევროპარლამენტის კომუნიკეში ნათქვამია რომ, მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტის მთავარ შენობებში შესვლა დაშვებული იქნება 06:00 საათიდან 22:00-მდე. 22:00 საათამდე იმუშავებს ევროპარლამენტის ავტოფარეხიც.
ასევე, კვლავ შენარჩუნებულია ზომა, რომლის მიხედვითაც, შემოწმდებიან როგორც ევროპარლამენტის შენობაში შესული ადამიანები, ისე მათი ჩანთები და ავტომობილები.