"ის ტერორისტი არ არის, იდიოტია", - ასე შეაფასა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითმფრინავის გამტაცებლის ქმედებები. როგორც გამოცემა "ტელეგრაფი" იტყობინება, აღნიშნული განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ტერორისტები გიჟები არიან, მაგრამ არა ბრიყვები, ეს ადამიანი კი ბრიყვია", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილი გახდა, იბრაჰიმ სამაჰამ ეგვიპტური კომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყოფილი მეუღლის გამო გაიტაცა.
აღნიშნული ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამაჰას ქმედებები ტერორისტული ხასიათის არ არის, არამედ ქალს უკავშირდება.