ობამა პუტინს: „შენგან განსხვავებით, მე არ ვარედაქტირებ სტატიებს გამოქვეყნებამდე“

ობამა პუტინს: „შენგან განსხვავებით, მე არ ვარედაქტირებ სტატიებს გამოქვეყნებამდე“

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რუს კოლეგასთან გულახდილი საუბარი ჰქონდა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ მედიასაშუალებებს სრულად აკონტროლებს.

„ვლადიმერ პუტინთან უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზე საუბარი მქონდა, რა დროსაც მან ჟურნალ „Atlantic“-ში ჩემს შიდაპოლიტიკურ დოქტრინაზე გამოქვეყნებული სტატია წაიკითხა და მითხრა, რომ არ მეთანხმებოდა ზოგიერთ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში მოყვანილი ციტატები სწორად იყო დაწერილი, ნიუანსები შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული, რაზეც მე პუტინს ვუთხარი, რომ მისგან განსხვავებით მე არ ვარედაქტირებ სტატიებს გამოქვეყნებამდე“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.