კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავი

კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავი "ქალის გამო" გაიტაცეს

კვიპროსის ლარნაკას აეროპორტში გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ჩაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბიბისი" ავრცელებს, რომლის თანახმად, ის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი სოფელში ცხოვრობს.

ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა გამტაცებლის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

გამოცემა "გარდიანის" კორესპონდენტი ჰელენა სმიტი წერს, რომ კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ახლახან განაცხადა, რომ გამტაცებლის მოტივები ტერორისტული ხასიათის არ არის და მან თვითმფრინავი "ქალის გამო" გაიტაცა.