ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი, რომელზეც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი იკითხება, დაიხურა, - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეებთან შეთანხმებით მიიღო, რადგან როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთ კითხვაზე მისი პასუხები საიდუმლოს შემცველი იქნება.
ირაკლი სესიაშვილი დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოთხოვნით, მოწმის სახით იკითხება. კითხვები ძირითადად კომპანია სპეცკავშირმშენის წარმომადგენლის, ავთანდილ ჭოლოკავასა და მისი შეხვედრის დეტალებს ეხება.
როგორც სესიაშვილმა დაკითხვაზე აღნიშნა, ე.წ. კაბელების საქმეში მისი როლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ავთანდილ ჭოლოკავა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ერთმანეთს შეახვედრა.