რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომას მხარი დაუჭირა უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადადგომას დაუჭირა მხარი. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, შესაბამისი დადგენილების მომხრე 289 დეპუტატი იყო.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ შოკინმა თანამდებობიდან საკუთარი მოადგილე დავით საყვარელიძე გაათავისუფლა.
ვიქტორ შოკინი უკრაინის გენერალურ პროკურატურას 2015 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
ინფორმაცია მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ბოლო რამდენიმე თვეა ვრცელდება.
მიმდინარე წლის 16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შოკინს გადადგომა სთხოვა.
გუშინ კი კიევში, შოკინის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.