"უნდა დამთავრდეს ე.წ. პარაოზის"მოქმედების პრინციპი, როდესაც ერთ ძლიერ ფიგურას გაჰყავს დანარჩენები"

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" უნდა დაიშალოს, ქვეყნის ნორმალური პოლიტიკური განვითარების გამო.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ყველა შემთხვევაში, პოლიტიკურ არენაზე სხვისი რეიტინგით ბრძოლა ამახინჯებს პოლიტიკურ სპექტრს.

როგორც მან "პირwელს" განუცხადა, ქვეყნისთვის სჯობს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, პიროვნებამ, თუ პარტიამ არჩევნებზე თავისი წილი ქულები აიღოს, ხალხის განწყობილებებიდან გამომდინარე.

"პოლიტიკურ არენაზე სხვისი რეიტინგით ბრძოლა ამახინჯებს პოლიტიკურ სპექტრს. სულ ასე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ახალი ისტორიის მანძილზე. ხომ უნდა დამთავრდეს ე.წ "პარაოზის" მოქმედების პრინციპი, როდესაც ერთ ძლიერ ფიგურას გაჰყავს დანარჩენები. ქვეყნისთვის სჯობს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, პიროვნებამ თუ პარტიამ თავისი წილი ქულები აიღოს, ხალხის განწყობილებებიდან გამომდინარე",-განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტის აზრით, "რესპულიკელებსა" და "ეროვნულ ფორუმს" გაუჭირდებათ "ქართული ოცნებისათვის" არჩევნების მოგება, მაგრამ თვლის, რომ თითოეული მათგანისგან პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად, გამართლებული იქნება კოალიცის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის ფორმებზე "რესპუბლიკელებმაც" და "ეროვნულმა ფორუმმაც" უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა მსჯელობის შედეგების გასაჯაროებას "ფორუმი" 3 აპრილს გეგმავს, "რესპუბლიკელებმა" კი, გადაწყვეტილების გამოცხადება უახლოესი მომავლისთვის დააანონსეს.