ალჟირში რუსული

ალჟირში რუსული "მი-171" -ის ჩამოვარდნის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა

ალჟირის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" წერს.

როგორც ცნობილია, ვერტმფრენი რუსული წარმოების "მი-171" იყო. იგი სადაზვერვო მისიას ასრულდებდა. როგორც ალჟირის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

"ბიბისის" კორესპონდენტის თქმით, ალჟირში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ბოლოს 2014 წლის თებერვალში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 77 ადამიანი შეეწირა.