ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ავსტრიის აეროპორტებში, რომის ფიომიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში, ფრანქფურტისა და ლონდონის გატვიკის აეროპორტში.
უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ბელგიის ანთვერპენის აეროპორტში და დედაქალაქ ბრიუსელშიც.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, ამ დროისთვის ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, შეჩერებულია ასევე ევროსტარის მატარებლების მიმოსვლა.
ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.