სოციალურ ქსელებში ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების ამსახველი პირველი ფოტოსურათები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების ამსახველი პირველი ფოტოსურათები გავრცელდა

სოციალურ ქსელებში ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების ამსახველი პირველი ფოტოსურათები გავრცელდა. ფოტოებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ტერმინალი კვამლშია გახვეული.

ტელეკომპანია "ბიბისის" ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის აფეთქებებზეა საუბარი.

ფოტოების ნაწილი, ბრიუსელის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას მიერ არის გადაღებული.