ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში ნურსულთან ნაზარბაევის პარტიამ გაიმარჯვა

ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში ნურსულთან ნაზარბაევის პარტიამ გაიმარჯვა

ყაზახეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში მმართველმა პარტია "ნურ ოტანმა" გაიმარჯვა, რომლის ლიდერი ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია.

ცესკოს მონაცემებით, პარტიას არჩევნებში მონაწილეთა 82,15%-მა მისცა ხმა.

არჩევნების შედეგების თანახმად, 7%-იანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა.

ნურსულთან ნაზარბაევმა პარლამენტის ქვედა პალატა მიმდინარე წლის იანვარში დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ყაზახეთში მწვავე ეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.