ჩვენ ვამკვიდრებთ სტანდარტებს, ეს “საქკაბელია” !!!

ჩვენ ვამკვიდრებთ სტანდარტებს, ეს “საქკაბელია” !!!

კომპანია „საქკაბელი “ ახალ მაღაზიებს ხსნის და ექსპორტს აფართოებს.

გუშინ, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კომპანია"საქკაბელმა" ახალი პროდუქციის გამოშვებისა და იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის წარმატებულად განხორციელების პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საცალო ქსელის გაფართოების, 4 ახალი მაღაზიისა და 150 ახალი სადილერო ადგილის შექმნის გეგმაც.

კომპანიის პრეზენტაციას ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელები, 200-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ამავე ღონისძიებაზე „საქკაბელს“ გერმანული სააკრედიტაციო კომპანია „ტუვ“-იწარმომადგენელმა ხარისხის მართვის ISO 9001:2000 სერტიფიკატს გადასცა.

ედიშერ მამალაძე,  კომპანიის მმართველი პარტნიორი:

„2006 წელს, როცა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საქკაბელი შევიძინეთ, საამქროებში იდგა უსწორმასწორო, ჯართში ჩასაბარებელი დანადგარები. იქაურობა უფრო საცავს ჰგავდა, ვიდრე საამქროს. შემდეგ გავეცანით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას და გადავწყვიტეთ, მოგვეწვია გერმანული დანადგარების მწარმოებელი „სკეტი“, რომელმაც ტექნოლოგიური აუდიტი ჩაატარა და დაგვეხმარა საწარმოს მოდერნიზაციაში. რის შედეგადაც გამოვუშვით ახალი საკაბელო პროდუქტი. ჩვენ გვეამაყება, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩატარდა გამრიცხველიანობის პროგრამა. ასევე, თბილისი, ბათუმი და ქუთაისი განათებულია ჩვენი პროდუქციით. დღეს ჩვენი მომხმარებლები არიან ქართული და უცხოური სამშენებლო ორგანიზაციები, ასევე მსხვილი ელექტროსამონაჟო ორგანიზაციები. ჩვენ დავამზადეთ კავკასიონზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელი. რკინიგზის დაკვეთით დავამზადეთ საკონტაქტო ქსელის სადენები, რომელიც მანამდე მხოლოდ რუსეთში იწარმოებოდა. საწარმოში აღვადგინეთ ლაბორატორია, რომელმაც გაიარა სერტიფიცირება ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში. 2009 წელს მივიღეთ ISO -ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც ძალიან გვეამაყება. თუმცა არც მაღალი ტექნოლოგია და არც დანადგარები არ ყოფილა ჩვენი წარმატების მთავარი საწინდარი. მთავარია ის კადრები, რომელიც შევინარჩუნეთ და წლების მანძილზე არსებული ტრადიცია დღემდე მივიყვანეთ. შევქმენით სასწავლო ცენტრი და ჩვენი თანამშრომლები ზოგი ჩვენთან და ზოგი უცხოეთის მარალხარისხიან საკაბელო ქარხნებში არიან ატესტირებულები. ჩვენს მიერ გამოშვებული პროდუქცია შემოწმებას გადის ეკონომიკის სამინისტროში აკრედიტაციის ცენტრის ლაბორატორიაში. ჩვენ საექსპორტო პროდუქციას სომხეთს ვაწვდით. მალე გვექნება რებრენდირებული მაღაზიები, რაც შეუწყობს ხელს იმპორტის ჩანაცვლებას. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო გავაფართოვოთ იმპორტის გეოგრაფია, რასიც დაგვეხმარება გერმანული კომპანია „თუვის“ მიერ ჩატარებული საექსპერტო აკრედიტაცია და მის მიერ გადმოცემული სერტიფიკატი. ქართული ბრენდი საქკაბელი და დამღა „დამზადებულია საქართველოში“  ჩვენთვის ძალზე საამაყოა.

ჰორსტვაისიკერი, გერმანული სააკრედიტაციო კომპანია “TUV”-ის წარმომადგენელი:

“საქკაბელი ნამდვილად თავისი პროდუქციის ხარისხის მიხედვით იმსახურებს მაღალ შეფასებას. ბევრი სხვა საწარმო მაგალითს უნდა იღებდეს ამ კომპანიისგან. დღეს მას გადავეცით ხარისხის მართვის ISO -ს სერტიფიკატი და გვინდა, შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ”.

მიმდინარე წელს “საქკაბელი“ საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდასა და ექსპორტის გეოგრაფიული არეალის გაფართოებასაც გეგმავს.

გიორგი ყაველაშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

“ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ, რამდენადაც ძლიერია ჩვენი ეკონომიკა. ცნობილია, რომ სახელმწიფოში მიმდინარეობს 15 ახალი ჰესის მშენებლობა. ამ დარგში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა, რომ ისეთი ბიზნესი, რაც პირდაპირ უკავშირდება ამ მშენებლობას, განვითარებულიყო და დღეს ამის ნათელი მაგალითია საქკაბელი. საქკაქბელის არსებობა არის ნამდვილად მყარად დადებული აგური  ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისათვის”.

„საქკაბელი“ დაარსდა 1959 წელს.

წარმოების რეაბილიტაცია ახალი მენეჯმენტის მიერ 2006 წლიდან დაიწყო დადღეს 74 ტიპის დასახელების 2000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს.

2006-2007 წლებში ქარხანაში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

2007-2011წლებში ქართული პროდუქციით  რუსული და სხვა იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება განხორციელდა:მოხდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანება, შეიცვალა გარე განათების სისტემა საქართველოს მსხვილ ქალაქებში, განხორციელდა საქართველოს რკინიგზისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სპეციფიკური კაბელების წარმოება, განხორციელდა ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკაში.

საწარმოში დასაქმებულია 200 თანამშრომელი, რომელთა საშუალო ხელფასი 600 ლარს აღემატება.

დამატებითი ინფორმაციებისთვის დაგვიკავშირდით: 5-55-65-67-05

საქკაბელი 2006 – 2012 წწ

2006 წელი - კომპანიაში ახალი მენეჯმენტმა 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მოხდა ქარხნის სრული რეაბილიტაცია, რეორგანიზცია და გადაიარაღება.

2007 წელი- მოხდა რუსული და სხვა იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება და მთელი გარეგანათების სისტემა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, გუდაურში, სიღნაღში, მესტიაში მთლიანად ქართული კაბელით გაკეთდა.

„სინათლის ქალაქის“ ყველა ძირითადი კაბელი საქკაბელის მოწოდებულია

2006 - 2011 წლები - გამრიცხველიანების მთელი პროცესი საქართველოში ქართული კაბელით მოხდა. ჩანაცვლდა რუსული, უკრაინული, თურქული და ჩინური კაბელი

2009 წელი - მთლიანად ჩანაცვლდა რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ენერგომომარაგების „საქრუსენერგოს“ რუსული წარმოების კაბელი

2011 წელი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს რკინიგზა დამოკიდებული იყო სპეციფიკურ კაბელზე, რომელსაც ევროპაში მხოლოდ ერთი ქარხანა და ისიც რუსული ქარხანა უშვებდა. ამის გამო საქართველოს რკინიგზას მუდმივად ექმნებოდა პრობლემები - ხდებოდა დაგვიანებები და ხშირად რკინიგზა გაჩერების საფრთხის წინ იდგა. საქკაბელში შეიქმნა ამ კაბელის ანალოგი და მოხდა რუსული პროდუქციის სრული ჩანაცვლება და რკინიგზა აღარ არის რუსულ ქარხანაზე დამოკიდებული.

2011-2013 - რკინიგზის შემოვლითი გზა თბილისში - საქკაბელის კაბელით დაკომპლექტდება

2012-2013 - 15-ვე ახალი ჰესის დაკავშირება მაღალი ძაბვის ქვესადგურებთან მოხდება საქკაბელის კაბელით

2012 წელს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში გაიხსნება 4 ახალი მაღაზია, სადაც 50-ზე  მეტი ადამიანი დასაქმდება

ექსპორტი: სომხეთში ექსპორტირებულია მილიონი დოლარის პროდუქცია

დასაქმება: 200 თანამშრომელი საშუალო ხელფასით 600 ლარი ზესტაფონში და 150 დილერი 3 თვეში უნდა აიყვანონ თბილისში.