საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბის შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს.

საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბის შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს.

საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბის შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „აფბას“ პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, ვიცე–პრეზიდენტმა ლადო ხიხაძემ და ორგანიზაციის იურისტმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადეს.

„ახალგაზრდა ფინანსისტები“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით.

ამის თვალსაჩინო დადასტურებაა ის, რომ რამდენიმე წელია საქართველოს მთავრობა ჯიუტად არ ასრულებს ევროკავშირის 4 მოთხოვნიდან არც ერთს. აღნიშნულ მოთხოვნებს ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დადების წინაპირობად.

ეს 4 მოთხოვნაა: სტატისტიკის უწყებისა და სტატისტიკის სისტემის რეფორმირება, შრომის კოდექსის შეცვლა, სურსათის უვნებლობის პრობლემის მოგვარება, ანტიმონოპოლიური რეგულირების საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ანტიმონოპოლიური სრულფასოვანი მარეგულირებელი უწყების შექმნა. არც ერთი მიმართულებით საქართველოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ცალკეული ცვლილებები ხორციელდება იმ მიზნით, რომ ევროკავშირს კოსმეტიკური ცვლილებები ძირეულ რეფორმებად შეასაღონ.

აფბა მოწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს ევროკავშირთან და აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების გზაზე არსებული პრობლემების მოგვარების გეგმა, გაწერილი დროში და გააცნოს იგი როგორც ქართულ საზოგადოებას ისე ჩვენს პარტნიორებს მოლაპარეკების პროცესში. აგრეთვე ჩვენმა მთავრობამ წარმოადგინოს რა სიკეთის მომტანია აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოსათვის.

ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკომიკის არასახარბიელო მდგომარეობისა და კატასტროფულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პირობებში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგი, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები არ შეიძლება აღმოჩნდეს.

აშშ–სა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების აქტუალური თემაა. ამგვარი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგულაციური და საკანონმდებლო გარემოს შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც შიდა ბაზარზე თამაშის ერთნაირი წესები აქვთ. ეს არა მხოლოდ სასაქონლო ვაჭრობას, არამედ კაპიტალისა და მომსახურების გადაადგილებასაც შეეხება.

ხსენებულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან (ევროკავშირი და აშშ) ხელშეკრულების დასადებად საჭირო ნაბიჯების გადადგმას და რეფორმების განხორციელებას.

 ევროკავშირი მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას ძალზე მნიშვნელოვანი  „ღრმა და ყოვლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული.

  ევროპის კავშირი პარტნიორ ქვეყანაში ზოგიერთ სფეროში მკაცრი წესების დანერგვას მოითხოვს. ეს არის მომხმარებელთა დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, სტატისტიკის სისტემის სრულყოფა, სურსათის უვნებლობა, სანიტარული და ფიტოსანიტარული წესები, პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტები და რეგლამენტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან.

  მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა დასაწყისშივე წაუყენა ქართულ მხარეს ჯერ არ შესრულებულა, ან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმდენად მცირე მასშტაბებისაა, რომ რეალურ სურათს არ ცვლის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და მოლაპარაკებები კვლავ კონსულტაციების დონეზეა.

ახალგაზრდა ფინანსისტები აუცილებლად მივიჩნევთ, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ევროკავშირის და აშშ–ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ვინაიდან არათანაბარ პირობებში სავაჭრო ურთიერთობების განხორციელება ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნება. ამას თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის მაგალითიც მოწმობს. თუ გადავხედავთ თურქეთთან საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას რადიკალურად განსხვავებული სურათებია  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 2007 წელს - 3980.1 მილიონ აშშ დოლარამდე, 2008 წელს - 4806.2 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, 2009 წელს უმნიშვნელოდ შემცირდა 3366.6 მილიონ აშშ დოლარამდე, 2010 წელს დეფიციტი 3674,4 მილიონი დოლარი, 2011 წლის მდგომარეობით დეფიციტმა - 4868.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ მაჩვენებლის გაუარესებაში ლომის წვლილი სწორედ თურქეთმა შეიტანა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებამდე, 2005 წელს თურქეთში საქართველოს ექსპორტი შეადგენდა 121,8 მილიონ დოლარს, ხოლო თურქეთიდან იმპორტი კი 283,1 მილიონ დოლარს. შესაბამისად დეფიციტი იყო -161.3 მილიონი დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმპორტის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ექსპორტის ზრდის ტემპებს, რის შედეგადაც 2011 წელს შემდეგი სურათი მივიღეთ: საქართველოდან ექსპორტმა შეადგინა 227,5 მილიონი დოლარი, რაც 2005 წლის მაჩვენებელზე 1,8–ჯერ მეტია, ხოლო იმპორტმა კი 1272,4 მილიონ დოლარს მიაღწია, ანუ 4,5–ჯერ გაიზარდა. შესაბამისად დეფიციტი -161,3 მილიონი დოლარიდან მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ვაჭრობის არათანაბარი პირობები იყო, თურქეთის რესპუბლიკას იმპორტირებული პროდუქციის მიმართ ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემები აქვს, ჩვენთან კი ეს სისტემა სრულიად მოშლილია და უკონტროლოდ შემოდის დაბალხარისხიანი პროდუქცია დაბალი ფასებით.

ხარისხხის კონტროლის სისტემა ერთ–ერთია იმ ფაქტორებს შორის, რის გამოც საქართველომ შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეები არათუ მთლიანად, არამედ ნაწილობრივაც კი ვერ გამოიყენოს.

აქედან გამომდინარე, „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას, თუ ამ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი მართლაც არსებობს ჩვენს ხელისუფლებაში, განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.