საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ევროკავშირიდან პოლონეთისა და სხვა ულტრამემარჯვენე მთავრობების მქონე ქვეყნების გარიცხვის მომხრეა.
euronews.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ოლანდმა ფრანგულ რადიოსთან საუბარში გააკეთა.
"ევროკავშირის ხელშეკრულებები ითვალისწინებს იმ წევრების გარიცხვას, რომელთა ქმედება დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება... როდესაც მედიის დამოუკიდებლობა საფრთხეშია, პრობლემა ექმნება კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს, ევროკავშირი ვერ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ასეთი ქვეყნებისათვის,"- განაცხადა ოლანდმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამატებითი შემოწმებებია საჭირო პოლონეთის მთავრობის ქმედებების გამო.
დღემდე ევროკავშირიდან არც ერთი წევრის გარიცხვა არ მომხდარა.