არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ოჯახების ხარჯზე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი გამდიდრდეს

არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ოჯახების ხარჯზე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი გამდიდრდეს

არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ოჯახების ხარჯზე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობა და კერძოდ, კახა კალაძე "გაზპრომისა" და მაშასადამე რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ლობირებენ და ეს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ ხდება.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ოჯახების ხარჯზე გამდიდრდეს კონკრეტული ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი - რუსი ოლიგარქი, ის არის აქციონერი. ჩვენ მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ დავუშვებთ და გვექნება აქცია, რომელიც გაიმართება 6 მარტს", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობასა და რუსულ ინტერესებს შორის ხალხი დგას და "ის არ დაუშვებს, რომ თითოეულ ჩვენგანს გადაგვაბიჯონ".

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრების გამართავს გეგმავს.

"კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე იქნება ცოცხალი ჯაჭვი, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, შეხვედრებს საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს საქართველოსა და თითოეული ჩვენი ოჯახის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა რატიანმა.