ნეპალში გაუჩინარებული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავს მიაგდის რაიონში მიაგნეს. როგორც ავიაციის მინისტრი ანანდა პოკჰრელი ამბობს, თვითმფრინავი ტყეში ჩამოვარდა.
საფრენი აპარატი ქალაქ პოკჰარადან ჯომსომისკენ მიემგზავრებოდა და მასთან კონტაქტი აფრენიდან მალევე დაიკარგა. ბორტზე მყოფი ორი მგზავრი, სავარაუდოდ, უცხოელია. ასევე არიან მცირეწლოვნებიც.
როგორც ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში აცხადებენ, დაკარგული თვითმფრინავი ახალი იყო, ამინდიც ფრენისთვის ხელსაყრელი, რის გამოც კატასტროფის მიზეზის დადგენა უჭირთ.