დიდ ბრიტანეთში საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიაში მთავრობის წარმომადგენლების დახმარება. ამის შესახებ Euobserver-ი წერს. ამასთან, მათ არ აეკრძალებათ მინისტრებს დაეხმარონ ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის კამპანიაში.
ამას გარდა, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მინისტრებს, რომლებიც ქვეყნის ბლოკიდან გასვლის მომხრეები არიან, არ ექნებათ უფლება ოფიციალური ბრიფინგები კამპანიისთვის გამოიყენონ.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისაა დაგეგმილი.