ობამა, ოლანდი, მერკელი და კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ

ობამა, ოლანდი, მერკელი და კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ

აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიაში ზავის დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოითხოვენ.

როგორც euronews.ge წერს, ობამამ, ოლანდმა, მერკელმა და კემერონმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან სირიაში დაზავების შეთანხმების დაცვას.

სააგენტოს განმარტებით, მსოფლიო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დაჩქარებას ითხოვენ, რის შესახებაც გერმანიის მთავრობის წევრმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

"მერკელი, ოლანდი, კემერონი და ობამა მოითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს ზავის ძალაში შესვლა," – წერს ზაიბერტი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.