ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„როდესაც დიპლომატიური კორპუსი ასეთი ტიპის კამპანიებზე დუმს, ისინი ირიბადაც და პირდაპირაც ამ ყველაფერს ახალისებენ, ვინაიდან იციან, რომ ამ ყველაფერს აორგანიზებენ ის „ენჯეოები“, ვინც მათივე ფულით ფინანსდებიან.
როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ უკვე წლებია, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან შენ და მთლიანად შენი ოჯახი და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, არ ვიცი, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში“, - განაცხადა მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიას მისამართით.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა. ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.