ანკარამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საკუთარი პირობები წამოაყენა. როგორც euronews.ge წერს, ოფიციალური თურქეთი დაზავების პერიოდში სირიელი ქურთებისგან თავის დაცვის უფლებას იტოვებენ.
თურქეთის ვიცე-პრემიერის, ნუმან კურტულმუშის განცხადებით, ქვეყანა მხარს უჭერს სირიასთან დაზავების შეთანხმებას, თუმცა იტოვებს იმის უფლებას, რომ თურქეთზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში სირიელი ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები აწარმოოს.
გარდა ამისა, euronews.ge სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებსაც აქვეყნებს და წერს, რომ 5 წლის განმავლობაში 370 000-მდე ადამიანი დაიღუპა.
"ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით სირიის 5 წლიანი ომის განმავლობაში 270 000 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 123 000 -მშვიდობიანი მოქალაქეა. სირიის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სადამკვირვებლო საბჭოს გამოთვლებით კი, ომის დაწყებიდან დღემდე 370 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი", - წერს სააგენტო.