ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ჩეხეთის გასვლასაც გამოიწვევს, - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თავის მხრივ ჩეხეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში ავტომატურ მოქცევას გამოიწვევს.
"ეს იქნება 1989 წლიდან განვითარებული ევოლუციის აბსოლუტური დეგრადაცია," – განაცხადა სობოტკამ.