გორის ,,სიღნაღიზაციაზე” ცემენტის მანქანამ მუშას გადაუარა (VIDEO)

გორის ,,სიღნაღიზაციაზე” ცემენტის მანქანამ მუშას გადაუარა (VIDEO)

გორში, წერეთლის და ვაჟა ფშაველას ქუჩის რეაბილიტაციის მშენებლობის დროს, 65 წლის მუშას ვაჟა იასაშვილს ცემენტის მანქანამ გადაუარა. ეს ფაქტი 18 აპრილს მოხდა. მუშების თქმით, ვაჟა იასაშვილი ჯერ ხარაჩოებიდან ჩამოვარდა, შემდეგ მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. 

მუშები ასევე ამბობენ, რომ სატვირთო ავტომანქანა უკან-უკან როდესაც მიდიოდა, იმ დროს დაეჯახა ხარაჩოებს და ჩამოვარდნილ მუშას გადაუარა. გამოძიება დაწყებულია. გორის სასწრაფო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ დაშავებულს მენჯის ძვლისა და ქვემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა და გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარს არ აკეთებენ. ,,საერთოდ 4 ადამიანია მაგ დღეს შემოყვანილი, ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერაფერს გეტყვით” – გვითხრეს ჰოსპიტალის მიმღებში.