ჯექსონის პირადი დაცვა მისი შვილის ბიოლოგიური მამაა?

ჯექსონის პირადი დაცვა მისი შვილის ბიოლოგიური მამაა?

გარდაცვლილი პოპმეფის მაიკლ ჯექსონის  პირადი დაცვა აპირებს დაამტკიცოს, რომ ის  ჯექსონის ათი წლის ბიჭის,- ბლანკეტის სახელით ცნობილი, პრინც მაიკლ II-ის ბიოლოგიური მამაა.

ლეგენდარული მომღერლის ექს-დაცვა, ბრიტანელი მეთ ფიდსი ამერიკის სასამართლოში ბლანკეტის  ბიოლოგიური მამობის დასამტკიცებლად იბრძვის. 32 წლის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ამტკიცებს, რომ ის გახდა ჯექსონის დონორი, რომელსაც სუროგატი დედის დახმარებით 2002 წელს ბიჭი შეეძინა.

 ფიდსის სიტყვებით, ის მაიკლს ყოველთვის თან ახლდა, რადგან მათ დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. მაიკლს და მის მეუღლეს არ შეეძლოთ შვილის ყოლა, ჯექსონმა მეთს სთხოვა, რომ სპერმის დონორი გამხდარიყო. მეთი დაეთანხმა, ყველა საჭირო პროცედურის ხარჯები ჯექსონმა დაფარა და მალე ბიჭიც გაჩნდა. მისი დაბადების შემდეგ, მეთმა დასტური იმისა, რომ ბლანკეტის ბიოლოგიური მამა მეთია, თავად ჯექსონისგან მიიღო.

„სასტუმროს ოთახში ვიყავით, როდესაც ცნობილი ინციდენტი მოხდა, მაიკლმა აივანზე გაიყვანა 9 თვის ბლანკეტი და ჟურნალისტებს აჩვენა, ხელები უკანკალებდა ისე ეჭირა ბავშვი, მე დავამშვიდე და ვთხოვე ეთქვა,- ბლანკეტი ჩემი შვილი იყო თუ არა? კითხვაზე მან ასე მიპასუხა: „ის ჩემი შვილია  მეთ, მისი დაბადებისთვის მე შენი მხოლოდ სპერმა გამოვიყენე“,-იხსენებს მეთ ფისდი.

ფიდსი ამტკიცებს, რომ 2009 წლის შემდეგ ჯექსონის ოჯახმა მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა და  ბავშვის ნახვის შესაძლებლობაც  არა აქვს.

-ვაპირებ გავიკეთო დნმ-ის ანალიზი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა ვარ. მე საკუთარი შვილის დაცვაც შემიძლია  და აღზრდაც, ერთადერთი გამოსავალი რაც დამრჩა ისაა, რომ დახმარებისთვის სასამართლოს მივმართო.

ჯექსონის დედა, 81 წლის კეტრინი  ხელ უშლის მეთისა და მისი შვილიშვილის შეხვედრას, რადგან მიიჩნევს, რომ პოპ ლეგენდის პირადი დაცვა, არა თუ ბლანკეტის მამა, არამედ გამოცდილი აფერისტია.

-ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმართლეა, რომელსაც ბოლომდე მივყვები. მე რეალიზებული ადამიანი ვარ და თავს ფინანსურადაც მშვენივრად ვგრძნობ. შესაბამისად მათგან ჩემი შვილი მინდა, მათი ფულები კი, არც მჭირდება და არც მაინტერესებს“,-აცხადებს მეთ ფიდსი.