2004 წლიდან 2011 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, დაუდგინდა, მიიღო და აღუდგა 61 256 მოქალაქეს. აქედან საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა უცხო ქვეყნის 32 638 მოქალაქეს; მოქალაქეობა დაუდგინდა 27 399 ადამიანს; მიიღო 1067-მა პირმა; ხოლო საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 152 განმცხადებელს.
უფრო კონკრეტულად კი, წლებისა და ქვეყნების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ასეა დალაგებული:
2008 წელი: მაროკო – 1; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 1; ჩინეთი – 1; ინდოეთი – 1; რუსეთი 3225; პაკისტანი – 7;
2009 წელი: ზამბია – 1; რუსეთი 5528; პაკისტანი – 4;
2010 წელი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 2; პაკისტანი – 1; რუსეთი – 5103;
2011 წელი: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა– 25; ინდოეთი – 6; პაკისტანი – 2; რუსეთი – 7322;
საქართველოს მოქალაქის პასპორტი რუს დირიჟორს მიხაილ არკადიევს პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა გადასცა.
რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა თეატრებში მონოსპექტაკლს წარადგენს.სტანისლავ სადალსკის, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ქართულ პასპორტთან ერთად, ღირსების ორდენიც გადასცა.
ზიგფრიდ კრაინერი საქართველოზე შეყვარებულ პიროვნებაა. 2010 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
საქართველოს მთავრობა გერმანიაში ელჩად გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ნიშნავს.საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილის უშურველი მხარდაჭერისთვის მას პრეზიდენტმა 2007 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ახლა საქართველოს ელჩად ინიშნება მისივე ძირითად სამშობლოში. ასეთი პრაქტიკა, მსუბუქად რომ ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთებოებში უცნაური და ექსტრავაგანტულია. ასეთ სხვა ქვეყნის მოყვარულ ან სხვა ქვეყნის გულშემატკივარ ადამიანებს საპატიო კონსულებად თუ ნიშნავენ ხოლმე.