გიორგი ანდრიაძე: უკონტროლო მასმედიის მიმართ ხელისუფლებას ისტერიული შიში აქვს

გიორგი ანდრიაძე: უკონტროლო მასმედიის მიმართ ხელისუფლებას ისტერიული შიში აქვს

ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს ღია წერილით მიმართა და „ტვ ივერიის“ ხელახლა დახურვა გააპროტესტა. მის მიერ დიპლომატებისთვის გაგზავნილ ღია წერილში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის დახურვით თავისუფალი მასმედიის უფლებები ირღვევა. ამიტომ, გიორგი ანდრიაძე შესაბამის სტრუქტურებს ადექვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„2006 წელს დაარსებული „ქართული ტელემაუწყებლობა „ივერია“ ეთერში 2007-2008 წლებში გადიოდა, რისთვისაც სიხშირის იჯარაში სოლიდურ თანხას იხდიდა. ამის გამო, 2008 წლის დასაწყისიდან ჩვენ შევეცადეთ, კანონით დადგენილი წესით, კერძო მაუწყებლობის ლიცენზია მიგვეღო, რაც მხარდაჭერილი იყო 60 000 ათასი მოქალაქის ხელმოწერითა და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის მოთხოვნით. სამწუხაროდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩვენი კანონიერი თხოვნა არ დააკმაყოფილა და მაუწყებლობის ლიცენზია არ მოგვცა. ამით ხელისუფლებამ ჩვენს ახალგახსნილ ტელევიზიაზე ირიბი ფინანსური ზეწოლა განახორციელა და 2008 წლის 11 ნოემბერს სიხშირის იჯარის გადაუხდელობის გამო მაუწყებლობა შევწყვიტეთ“, - განმარტავს ანდრიაძე.

მისი თქმით, 2008 წლიდან მოთხოვნილი საკაბელო ტელემაუწყებლობის ლიცენზია, ბოლოს და ბოლოს, 2011 წლის 11 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მიეცათ. თუმცა „ივერიის“ ჩართვა მხოლოდ ერთ საკაბელო ქსელში მოხერხდა და ისიც მხოლოდ დროებით. 2012 წლის 1 მარტს ამ ერთადერთი საკაბელო ქსელიდანაც გათიშეს.

Presage.tv გიორგი ანდრიაძეს ესაუბრა.

თქვენი ინფორმაციითხელისუფლება ტელეკომპანია „ივერიის“ ხელახლა დახურვას აპირებსფიქრობთრომ საქმეში დიპლომატებისჩართვა ტელეკომპანია „ივერიის“ გადარჩენას ხელს შეუწყობს?

- ტელეკომპანია „ივერიის“ გარშემო დატრიალებულ პროცესთა გამო უკვე რამდენიმე წელიწადია, პირადი აზრი მკაფიოდ ჩამომიყალიბდა. კერძოდ, 2008 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ ირიბი ზეწოლით, ფაქტობრივად, დაგვხურა. ანუ, ლიცენზია არ მოგვცა და „ივერია“ დაიხურა. მას შემდეგ ლიცენზიის მოპოვების პროცესი დავიწყეთ და, ბოლოს და ბოლოს, 2011 წლის სექტემბერში, ძლივძლიობით, მხოლოდ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია მივიღეთ. სექტემბრიდან მარტის ჩათვლით კი ვცდილობთ, ჩავერთოთ საკაბელო ქსელებში, გვაქვს მიმოწერაც, თუმცა არცერთი საკაბელო ქსელი ამას არ თანხმდება. ჩაგვრთო ერთ-ერთმა კომპანიამ („ჯი-ენ-ენ“-მა), რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვართ, მაგრამ შემდეგ, ისევ ხელისუფლების ზეწოლით, 1-ელ მარტს ამ ერთადერთმა კომპანიამაც იმ მიზეზით გამოგვრთო, რომ თურმე ჩვენი ადგილი არ ყოფილა. არადა, ჩართულია 120 ტელევიზია, მათ შორის, ისეთები, რომელსაც, ალბათ, არავინ არ უყურებს, ვგულისხმობ უცხოურ ტელევიზიებს. იგივე პასუხი მოგვწერა „აიეტმა“, რომ ჩვენი ადგილი იქ არ არის. სხვებმა კი პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს. თუ ჩვენ ეთერში ვერ გავედით (რისთვისაც დაგვრჩა ერთი თვე და 20 დღე) კომუნიკაციების ეროვნული კომისია, კანონის თანახმად, ამ ძლივს მოპოვებულ ლიცენზიასაც ჩამოგვართმევს. ამის გამო საელჩოებს მივმართეთ, რომ იქნებ, თუნდაც ერთი პატარა უბნის საკაბელო ქსელში მაინც ჩაგვრთონ, რომ არ დავკარგოთ ლიცენზია. თორემ, იმის ილუზია, რომ საქართველოში ახლო მომავალში თავისუფალი ტელევიზია შეიქმნება, სამწუხაროდ, მრავალწლიანი ფაქტების შემხედვარე, აღარ გვაქვს.

თქვენი ტელევიზიის მიმართ ხელისუფლების ასეთ სიფრთხილეს რით ახსნით?

- ხელისუფლებას აქვს ისტერიული, არანორმალური გაღიზიანება და შიში უკონტროლო ელემენტების, უკონტროლო გაზეთის, მასმედიის და, მით უმეტეს, ტელევიზიის მიმართ. თუმცა არ ვიცი, მათი შიში რას ეფუძნება, ჩვენ არ ვართ დიდი პოტენციალის მქონე ტელევიზია. უბრალოდ, გვინდოდა, მცირე ნიშა დაგვეკავებინა. ეს არის პარანოიული შიში და სიძულვილი ყოველგვარი უკონტროლო ბიზნესმენის თუ გლეხის, მეწარმის მიმართ. ასეთ პიროვნებებსაც რომ ვერ აკონტროლებენ, ამითაც ღიზიანდებიან, მით უმეტეს, უკონტროლო ტელევიზიის არსებობა გააღიზიანებთ. ამის გამო ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ტელევიზია არ არსებობდეს.

ძალიან მარტივად მიაღწევენ მიზანს, თუ ჩვენი დასავლელი ქვეყნები არ დაგვეხმარებიან. ამიტომაც მივმართე დიპლომატებს, რაც ერთადერთი იმედია საქართველოში, რადგან არანაირი სტრუქტურა და ძალა არ არსებობს, რომელიც ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს. იქნებ, რაღაცნაირად, ერთი მცირე ნიშა მოგვცენ. იმის იმედი მაქვს, რომ, იქნებ, „გლობალ-ტივიმ“ მაინც ჩაგვრთოს, რომელმაც, ჩემთვის გაუგებრად, ამდენი ხანია, ჩვენი ტელევიზია არ ჩართო თავის მაუწყებლობაში.

რა შინაარსის გადაცემები უნდა ყოფილიყო თქვენს ტელევიზიაშიპოლიტიკური გადაცემები თუ იქნებოდა?

- რა თქმა უნდა, ამიტომაც დაგვხურეს, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, დისიდენტური ტელევიზია ვიყავით. 2007-2008 წლებში ეთერში გახლდით დისიდენტური გადაცემებით. არ ვყოფილვართ რომელიმე ოპოზიციური პარტიის „რუპორი“, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დანაშულებრივ ქმედებებს ვამხელდით. ეს იყო იმის მიზეზი, რომ ისე უხმაუროდ დაგვხურეს, რომ ამას, სამწუხაროდ, არანაირი რეზონანსი და რეაქცია არ მოჰყოლია. დღესაც იმავე ტიპის ტელევიზია იქნებოდა - დისიდენტური ტიპის, საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემებით. მით უმეტეს, ეს აქტუალურია დღეს, წინასაარჩევნო პერიოდში, რაც თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების უმთავრესი ნიშანია.

თუ თავისუფალი მასმედია არ იქნება, არანაირი საზოგადოება და დემოკრატია არ იქნება. ახლა თუ გვინდა „ფაშალიკი“ და შუა საუკუნეების სახანო, მაშინ, ვთქვათ, ბატონო, და ჩვენც გავიგებთ. ვისაც გვინდა, წავალთ დემოკრატიულ ქვეყნებში და, ვისაც უნდა, დარჩება ამ მონურ ქვეყანაში.

სად უნდა ემაუწყებლა თქვენს ტელევიზიასმხოლოდ თბილისში თუ რეგიონებშიც?

- ლიცენზია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში გვაქვს. თბილისში ვერ გავდივართ და ბათუმისა და ქუთაისის ქსელში, მით უმეტეს, არ ჩაგვრთავდნენ, ვერც მივაწოდებდით სიგნალს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ და ტელევიზიის გახსნის სურვილმა ხელისუფლების აჟიოტაჟი გამოიწვიათქვენიტელევიზიის სახელი რამენაირად ხომ არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ესეც ხომ არ არის იმ შიშის მიზეზირამაც თქვენდამიდამოკიდებულება განაპირობა?

- არა მგონია. ჩვენი ტელევიზიის თემა არანაირად არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. მას თავისი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მათ შორის, ფინანსურიც, პოლიტიკურიც და ის თავის ტელევიზიას გააკეთებს, რომელიც, ალბათ, კიდევ ერთი დემოკრატიული მასმედია და  მეორე მხარის ტელევიზიის საპირწონე იქნება, მაგრამ ეს მაინც მისი ტელევიზია იქნება და ჩვენ პატივს ვცემთ მის საქმეებს.

ჩვენს ტელევიზიას კი აქვს პრეტენზია და ამბიცია, იყოს პატარა, დამოუკიდებელი, თავისუფალი მასმედია. ასეთი ტელევიზიები აუცილებლად უნდა არსებობდეს. მეტიც, რომ არ იყოს ქვეყანაში, ხელისუფლებამ თავად უნდა მოიგონოს. არა მგონია, ჩვენდამი დამოკიდებულება ივანიშვილის თემას უკავშირდებოდეს, რადგან ჩვენ  რაიმე კავშირი რომ გვქონოდა ივანიშვილთან, ან მას ჰქონოდა რაიმე ინტერესი ჩვენთან დაკავშირებით, ალბათ, უფრო ადვილად გავიდოდით ეთერში, ან რაღაც გვეშველებოდა. ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა და ინტერესი, მან თავისი არჩევანი გააკეთა.

მოგეხსენებათალბათრომ ჩვენს ინტერნეტპორტალსაც მსგავსი პრობლემები შეუქმნესთავის დროზე ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო„Presa.ge“ და ამიტომაც ჩვენ  „Presage.tv“- გადავიქეცითსაქართველოში მასმედიის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.ჩვენს წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად დაბალანსებულია მასმედია?

- ჩემი ღია წერილის მიზანიც ეს არის, არა მხოლოდ ჩვენი ტელევიზიის მხარდაჭერას ვთხოვ საელჩოებს და ევროპულ სტრუქტურებს, არამედ - ყველა თავისუფალი, დამოუკიდებელი მასმედიის. თქვენისთანა მასმედიის არსებობა, ჩვენი ტელევიზიის და კიდევ ზოგიერთი გაზეთის არსებობა აუცილებელია. სხვანაირად, დემოკრატიული სახელმწიფო არ გამოვა. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ დემოკრატიული საზოგადოების შექმნა და ამისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, კონტროლქვეშ ჰყავდეს ყველა ელემენტარული სტრუქტურა, მით უმეტეს, მასმედიის საშუალებები. თუ გავავრცელებთ ძალისხმევას, იქნებ, ევროსტრუქტურებსაც ერთობლივად მივმართოთ, რომ ასეთ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირება მოახდინონ.

ბოლო წლებში პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებდითარადამანამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალურ ლობსხელმძღვანელობდითმიმდინარე მოვლენების მიმართ თქვენი თავშეკავება იმითაც ხომ არ იყო განპირობებულირომ  ტელეკომპანიაივერიის“ გადარჩენას ფიქრობდით?

- დიახ, ჩვენ გვინდოდა, ყველანაირი სამართლებრივი გზა ამოგვეწურა, რათა არ ეთქვათ, გაძლევთ, ბატონო, სიხშირეს... სამი წლის განმავლობაში ყველანაირი იურიდიული ბერკეტი გამოვიყენეთ. მადლობელი ვართ ისევ ევროპული სტრუქტურების, თორემ არა მარტო ჩვენი, არამედ ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტის და „ენჯეოს“ საქმე საქართველოში ცუდად იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, მათი მხარდაჭერით მოვიპოვეთ სიხშირე. ჩვენ მიგვყავდა „ივერიისთვის“ სიხშირის მოპოვების იურიდიული პროცესი. მოვიპოვეთ სიხშირე და გვეგონა, გვეშველა. ჩვენი აქტიური მოღვაწეობის გაგრძელებას ხელახლა ვაპირებდით, მაგრამ ექვსი თვის განმავლობაში, აბსოლუტურად, ყველა გზა მოგვიჭრეს. 

ამის გამო იკავებდით თავს პოლიტიკური განცხადებებისგანმაშინროცა ქვეყანაში ბევრი რამ ხდებოდა და თქვენი პოზიციისდაფიქსირებას ერიდებოდით?

- კი, ბატონო, გადარჩენა გვინდოდა, „ივერიისთვის“ მინდოდა, მომეპოვებინა სიხშირე. ვფიქრობდი, როდესაც ლიცენზიას მივიღებდი, ვერანაირი ძალა ვეღარ გამაჩერებდა და თავისუფალი მასმედიით ხელმეორედ აღჭურვილი, უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდი, ვიდრე ის, რომ მთელი სამი წლის განმავლობაში გარკვეული განცხადებები მეკეთებინა, რომლებიც არ გაჟღერდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი „კოლეგა“ ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლქვეშაა, საერთოდ არ აშუქებენ ჩვენს საკითხებს. ჩემს მიერ შედგენილი ეს ღია წერილიც მათი მხრიდან იგნორირებულია.

ენდიაის“ კვლევის თანახმადსაპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა.პირადად თქვენ პატრიარქსა და საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი ბრძანდებითესეც ხომ არ გახდა იმის საფუძველირომ ისინიამით პატრიარქის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას აპირებენთუ „ივერიასთან“ დამოკიდებულებაში პატრიარქი უნდაგამოვრიცხოთცხადია, „ერთსულოვნება“ პრობლემებს არ უქმნის ხელისუფლებასრადგან აპოლიტიკურია.

- საერთოდ, ეკლესია აბსოლუტურად ზეპოლიტიკურია და მთელმა საზოგადოებამ ხელშეუხებელი უნდა დატოვოს. ეკლესიის მასმედიის არსებობა (ტელევიზია იქნება თუ რადიო), მისასალმებელია. ტელევიზია „ერთსულოვნება“ და, იგივე ეკლესია, ხატოვნად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში ისეთივე ფუნქციის მქონეა, როგორიც - აფთიაქი, საავადმყოფო. ჩვენისთანა თავისუფალი მასმედია კი, „ივერიის“ სახით, დაახლოებით იმის მსგავსია, ჯარი რომ სჭირდება სახელმწიფოს, თავდაცვა, ანუ, სრულიად განსხვავებული სფეროებია. აფთიაქი და საავადმყოფო ყველასთვის მისაღები და საჭირო ინსტანციებია, მათ მიმართ ყველა დადებითად უნდა იყოს განწყობილი. ვერ წარმომიდგენია ისეთი ადამიანი, გინდა პოლიტიკოსი იყოს, გინდა- კრიმინალი, აფთიაქისა და ექიმის წინააღმდეგ იყოს განწყობილი, რადგან ყველას სჭირდება ექიმი და აფთიაქი.

თქვენდამი ასეთი ხისტი დამოკიდებულებით პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც მანევრი ხომ არ უნდათ გამოხატონ?

- პატრიარქი აქ არაფერ შუაშია. ეს უკავშირდება ჩემს პიროვნებას და ჩემს პოლიტიკურ, დისიდენტურ ხედვასთან დაკავშირებულ საკითხებს.