„ქვეყანაში პატივისცემის ღირსი ადამიანი უნდა გახდეს და არა - ქუჩები და სახლები“

„ქვეყანაში პატივისცემის ღირსი ადამიანი უნდა გახდეს და არა - ქუჩები და სახლები“

მხატვარ ნიკუშა შენგელაიას აზრით, უცხოელ დიპლომატთა მკვეთრი განცხადებები იმით არის განპირობებული, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ვადა ეწურება. ამიტომ, დიპლომატები დღეიდანვე ფიქრობენ, როგორი მომავალი ელის საქართველოს, როგორც მათ პარტნიორ ქვეყანას. 

Presage.tv ნიკუშა შენგელაიას ესაუბრება.

31 მარტს სამოქალაქო სოლიდარობის აქციას თქვენც შეუერთდითქვეყნაშისადაც ყველა სფეროშველას საჭიროებსარსებობს კი პრიორიტეტული სფერორომლის გადარჩენაც თქვენთვისმნიშვნელოვანია?

- მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ყველა თემის მიმართ სოლიდარული ვარ, რადგან ეს საკითხები ყველას გვეხება, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენს შვილებს. დაწყებული მასმედიის თავისუფლებით, საარჩევნო გარემოთი, ბუნების დაცვით, კულტურული მემკვიდრეობით, დამთავრებული ადამიანის უფლებებით, ყველა ეს საკითხი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ადამიანები მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვით ქმნიან წარმატებულ, თავისუფალ ქვეყნას. მოქალაქეები ბრძოლით აშენებენ საკუთარ გარემოს და არა მხოლოდ მთავრობებისა და პოლიტიკური პარტიების იმედად. ამიტომ, ნებისმიერი თემა ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია. მსურს, რომ უფრო გაითავისონ ეს მოქალაქეებმა და უფრო მეტად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი შეგნება, რადგან ეს მათ სახლებს, ოჯახებს, მომავალს ეხება. მიხარია, რომ ახალგაზრდებმა, არასამთავრობოებმა, სტუდენტებმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა წამოიწყეს, ამიტომ, ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს. როცა ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, პატივისცემის ღირსი ადამიანი გახდება და არა - ქუჩები და სახლები, მაშინ ჩაიყრება ქვეყნის მშენებლობის ნამდვილი ფუნდამენტი.

თქვენ ბრძანეთრომ ეს თითოეულ ჩვენგანს ეხებამაგრამროცა ეს საკითხები ხელისუფლებას ეხება დაროდესაც თუნდაც იმავეელჩებისგან ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა ესმისისინი უფრო მეტად აგრესიულნი ხდებიან და არც დიპლომატების მიმართამჟღავნებენ ეტიკეტსთუკი ჩვენი ხელისუფალნი ელჩებსა და დიპლომატებს არ უსმენენრა გარანტიაარომ საზოგადოებასრომელსაცამდენი ხნის მანძილზე იგნორირებით პასუხობდნენმოუსმენენ?

- იცით, რა არის? არჩევანი ყოველთვის ხალხის ნებაა. ყველა ქვეყანა უყურებს ამა თუ იმ ხალხის განწყობას, თუ რას ფიქრობს ხალხი და რისთვის არის მზად. რამდენად არის მზად დემოკრატიული რეფორმებისთვის, კანონიერი ცხოვრებისთვის და ა.შ. ეს ჩვენი საქმეა. ელჩები და სხვა ქვეყნები განცხადებებს აკეთებენ იმასთან მიმართებით, რაც საერთაშორისო კონვენციებშია მიღებული, რათა არ დაარღვიოს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებამ ეს საკითხები.

თუმცა აქამდე დიპლომატები ამგვარი განცხადებებისგანაც თავს იკავებდნენ...

- დიახ, აქამდე ასეთი განცხადებებისგან თავს იკავებდნენ. ახლა კი მკვეთრი განცხადებები კეთდება, რადგან რეალურად, ჩვენს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის ვადა ეწურება. მოგეხსენებათ, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები იქნება, შემდეგ - საპრეზიდენტო . ამიტომ დიპლომატები ფიქრობენ, რა მომავალი ელის ამ ქვეყანას, როგორც მათ პარტნიორ ქვეყანას. უკვე გამოჩნდა რეალური ძალა, ალტერნატიული ძალა - „ქართული ოცნება“ და ხალხზეა დამოკიდებული, ამ ორ ძალას შორის, როგორ გადანაწილდება ხმები. ისინი ამას უყურებენ და, თავის მხრივ, ხელს უწყობენ, რომ საარჩევნო გარემო ობიექტური, ნორმალური და თავისუფალი იყოს. სხვა შემთხვევაში, ხალხის ნება კანონიერად არ ფიქსირდება და ხმების უზურპაცია ხდება. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენთან არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არის პირველი პირობა, ასე იწყება ყველა ქვეყნის დემოკრატიულობა.

კულტურის მუშაკებთან ორი დღის წინ გამართული შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა კვლავაც გაიმეორარომ ერთი-ორი წლისშემდეგ პოლიტიკაში თავის ადგილს ვერ ხედავს და მას შემდეგ დატოვებს პოლიტიკურ სივრცესრაც ჯანსაღი ადამიანები დასხდებიანხელისუფლებაშირამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის გათვლამოდიან კი ქართულ პოლიტიკაში ღირსეული და ჯანსაღიადამიანები?  ხშირად, ღირსეულები ჩრდილში ამჯობინებენ ყოფნას.

- ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია საქართველოში, რომელიც მზად არის, ემსახუროს თავის ქვეყანას, თავის ხალხს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც ამას ნიშნავს, რომ ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდა ქვეყანას, თავისი შრომით მოპოვებულს ახარჯავდა კულტურას, ეკლესია-მონასტრებს, სახელმწიფოებრიობის მშენებლობას, ყველა სფეროს, მაგრამ დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გასამაგრებლად იყენებდა ამ ყველაფერს. ამიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, რომ დამთავრდეს ასეთი დამოკიდებულება. თორემ მისი პირადი ინტერესი არ არის პოლიტიკა, მისი პირადი ინტერესია ქვეყნის აღმშენებლობა, რომ ქვეყანას  ნორმალური პოლიტიკური ძალები მართავდნენ.

ამიტომაა ეს განცხადება მნიშვნელოვანი, რომ იგი პოლიტიკაში მოსვლას ცოტა ხნით აპირებს. მას არ აქვს ამბიცია. ის იძულებულია, მოვიდეს, რომ გადაარჩინოს ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილთან ჩემი შეხვედრის დროსაც ამ თემაზე იყო საუბარი და ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. მისი მოტივაცია ძალიან სუფთა, ადამიანური და პატრიოტრულია.

სულ ახლახანს მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მსახიობები დაითხოვესგაჩნდა  მოსაზრებარატომ არ იღებდნენ თეატრალები ხმასაქამდე დაროდესაც მათ გაუჭირდათრატომ სთხოვენ ხალხს თანადგომას?

- თუ რატომ არ იღებდნენ ხმას, ეს არ ვიცი, ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ, რაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მოხდა, ეს ამაზრზენი ფაქტია, როცა შენ უაპელაციოდ, ამდენ მსახიობს უმუშევრად ტოვებ და აგდებ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკურ მიზეზს უდებ საფუძვლად.