აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ობიექტურად წარიმართება

აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ობიექტურად წარიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ობიექტურად წარიმართება.

შესაბამისი კომენტარი აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"დეტალებზე აღარ ვისაუბრებ, გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა საკმაოდ დეტალური, კვალიფიციური კომენტარი ამის თაობაზე. მინდა შევუერთდე იმ მოლოდინს, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურად და ყველა კითხვას, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, გაეცემა პასუხი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას იწყებს.