პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თითქმის ყველა მუდმივმოქმედი წევრი დაესწრება. ერთადერთი ვინც მუდმივმოქმედი წევრებიდან უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეა, რომელიც სტრასბურგში იმყოფება.

როგორც "პირWელს" ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:

1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;

2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით