ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გოჩა ჯამარაული ლიდერობს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 64 საარჩევნო უბნიდან, 37-ი დაითვალა.
37 საარჩევნო უბნიდან მიღებული ხმების დათვლის შედეგად, კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა 7 771 ხმა მიიღო, რაც დათვლილი ხმების 67.49% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატმა, ბესიკ კახაბრიშვილმა კი ამომრჩევლის 32.51%-მა, 3 743 ადამიანმა დაუჭირა მხარი.