მსახიობი მორგან ფრიმენი გარდაიცვალა

მსახიობი მორგან ფრიმენი გარდაიცვალა

4 ოსკარის მფლობელი, ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მორგან ფრიმენი გარდაიცვალა. მსახიობს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში ,,ჩექ აუთი” დღეს დილით უნდა გაეკეთებინა, თუმცა სასტუმროს მომსახურე პერსონალმა იგი ნომერში გარდაცვლილი იპოვა. მიუხედავად იმისა რომ სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში გამოცხადდა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. სასწრაფოს ექიმების განცხადებით ფრიმანი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ექსპერტიზა ხვალ იგეგმება და სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი როდის გარდაიცვალა ზუსტად 78 წლის მსახიობი.

ფრიმენს მიღებული აქვს ოსკარის ნომინაციები ფილმებისთვის „ქუჩის ბიჭი“, „მის დეიზის მძღოლი“, „გაქცევა შოუშენკიდან“ და „უძლეველი“, 2005 წელს კი მოიგო პრემია ფილმით „გოგონა მილიონ დოლარად“. მას ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ფრიმენი გამოჩნდა ბევრ სხვა კომერციულად წარმატებულ ფილმში, მათ შორისა „მიუტევებელი“, „დიდება“, „შვიდი“, „ყოვლისშემძლე ბრიუსი“, „ბეტმენი: დასაწყისი“, „ყოვლისშემძლე ევანი“, „განსაკუთრებით საშიში“, „ბნელი რაინდი“ და „რედი“.