ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების წესები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს

ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების წესები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საუბარია ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, როგორიცაა ავტობანი და რამდენიმე გზა, მათ შორის, მცხეთა-ლარსის, ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი, ასევე, რუსთავი-სადახლო, რუსთავი-წითელი ხიდის გზები.

"ანუ ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში აუცილებელია, რომ ბიზნესი განვითარდეს და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში შესრულებაზეა საუბარი", - განაცხდა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის გადის კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, საინჟინრო წრეების წარმომადგენლებთან და ამაზე უახლოს პერიოდში უფრო კონკრეტულად ისაუბრებს.