პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა არაერთი რეფორმა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება.
ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ამაზე განცხადებები თვითონ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს. "ეს მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილია და პრიციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მან დააანონსოს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, რეფორმებს თუ მოჰყვება საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და ლარს რამდენად დაეხმარება მოკლევადიან პერსპექტივაში, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დაეხმარება.