ჟურნალ Forbes-ის ქართული ვერსიის გამომცემლებმა ოთშაბათს უარყვეს ბრალდებები იმის თაობზე, თითქოს ისინი ცდილობდნენ სადაო ანტი-სახელისუფლო მაგნატის გაშუქებაზე ცენზურა დაეწესებინათ.F
სამშაბათს, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ქართველი გამომცემლები შეეცადნენ შეეცვალათ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პუბლიკაცია. იავნიშვილმა პირობა დადო, რომ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას დაამარცხებს. მაგრამ ქართული Forbes-ის გამომცემელმა Media Partners-მა განაცხადა, რომ საყევარიშვილი სამსახურიდან თითქოს პლაგიატის და „საგამომცემლო საქმიანობის ეთიკის დარღვევის“ გამო გაათავისუფლეს. „ეს ისტორია ცენზურასთან დაკავშირებული არა რის, მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და საგამომცემლო საქმიანობის ეთიკას ეხება“, ნათქვამია Media Partners-ის განცხადებაში. ბიზნესს ჟურნალის ამერიკულმა რედაქციამ ამ თვეში თავის ყოველწლიურ Forbes-ის სიაში ივანიშვილს საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი მიანიჭა. მისი ქონება $6.4 მილიარდია (4.8 მილიარდი ევრო). საყევარიშვილმა განაცხადა, რომ Media Partners-ის ხელმძღვანელი უკმაყოფილო იყო ოპოზიციურ მაგნატთან ჩაწერილი იმ ინტერვიუს გამო, რომლის გამოქვეყნებასაც ის გეგმავდა, და ტექსტის „ცენზურას“ შეეცადა. ივანიშვილს მისი ქართული პასპორტი შარშან მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო ჩამოართვეს სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ სააკაშვილს გამოწვევა გაუგზავნა. მილიარდერი და მისი კომპანიები პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ახალი კანონის დარღვევის გამო დღემდე დაახლოებით 3.65 მილიონი დოლარით (2.7 მილიონი ევრო) დააჯარიმეს. სააკაშვილის მოკავშირეები ბიზნესმენს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, იმაში ადანაშაულებენ, რომ ის საქართველოს მტრების მარიონეტია მოსკოვში, რომელსაც 2008 წელს თბილისში ხანმოკლე ომი ჰქონდა. ქართული Forbes შარშან დეკემბერში შეიქმნა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, სადაც 4.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პროექტით ჟურნალის 3,000 ეგზემპლიარის დისტრიბუცია იყო დაგეგმილი. foreignpress.ge |