ხათუნა ზახაშვილი - გრიპის გავრცელება სავარაუდოდ მოიმატებს, თუმცა

ხათუნა ზახაშვილი - გრიპის გავრცელება სავარაუდოდ მოიმატებს, თუმცა "კატასტროფული, უჩვეულო" მატება არ იქნება

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გრიპის გავრცელება სავარაუდოდ მოიმატებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, თუმცა ცენტრში ფიქრობენ, რომ ეს არ იქნება "კატასტროფული, უჩვეული" მატება.
"ალბათ, ჩავეტევით ტიპური სეზონის მიმდინარეობაში. მთავარია, სეზონი გადალახული იყოს მინიმალური დანაკარგებით და მინიმალური ზარალით, რისკენაც არის რეკომენდაციები, რომელსაც მოსახლეობას ვურჩევთ. გრიპის თვალსაზრისით, წლევანდელ ზამთარზე უფრო მძიმე ზამთრები საქართველოს გადატანილი აქვს 2009-2010 და 2010-2011 წლების პერიოდებში, სეზონებზე, როდესაც იგივე ვირუსი ცირკულირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონი ასეთი სიმძიმით არ იქნება გამორჩული", - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
რაც შეეხება გრიპის ვირუსით დაავადებულ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ასეთი პაციენტები კლინიკებში იმყოფებიან, მათი რაოდენობა ერთეულია და ადეკვატური მკურნალობა უტარდებათ.