ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4984 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4984 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4984 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4984 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4923 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7060 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6974 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 20 მილიონი დოლარი გაყიდა.